ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

კიტეიშვილი მზად იქნება - ილცერმა ფანები დაამშვიდა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „შტურმი“ „სპორტინგთან“ (0:2) წაგებულ საშინაო შეხვედრაში აშკარად უსუსურად გამოიყურებოდა, რაც მეტწილად ოთარ კიტეიშვილის არყოფნით იყო განპირობებული. გრაცის გუნდისთვის 28 წლის ქართველი ნახევარმცველი უკვე დიდი ხანია შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა, რაც თითოეულ იმ მატჩში დასტურდება, რომელშიც ის თანაგუნდელებს ვერ ეხმარება.

კვირას, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში „შტურმი“ სტუმრად „ლასკს“ დაუპირისპირდება და წინასამატჩო პრეს კონფერენციაზე გამოცხადებულ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის მთავარ მწვრთნელს, კრისტიან ილცერს პირველ რიგში სწორედ კიტეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჰკითხეს და მან ფანებისთვის დამაიმედებელი ინფორმაცია გააჟღერა. როგორც გაირკვა, კიტემ ლისაბონელებთან მატჩი წვივის კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა, თუმცა უკვე ორი დღეა ტკივილები აღარ აწუხებს და ლასკელებთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

ათ ტურში დაგროვებული 22 ქულით “შტურმი“ გათამაშების სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა და ვენის „რაპიდს“ ერთი ქულით უსწრებს. რაც შეეხება კიტეიშვილს, მის ანგარიშზე უკვე 5 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შუშაკის და უჰრინის გარდა, აქ უცხოელმა ვერ გაამართლა“ - კაჭარავა ქართულ ფეხბურთზე
„შუშაკის და უჰრინის გარდა, აქ უცხოელმა ვერ გაამართლა“ - კაჭარავა ქართულ ფეხბურთზე