ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„მსოფლიოში საუკეთესო ვარ“ | რა უთხრა ილიამ ჰოლოუეის ბოლო ფეისოფისას

ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს. დღეს, ცერემონიული აწონვები გაიმართა, რომლის შემდეგაც, „ელ მატადორისა“ და „დალოცვილის“ ბოლო ფეისოფი ვიხილეთ. თოფურია ლაპარაკობდა, ჰოლოუეის კი მისთვის არაფერი უთქვამს.

„მსოფლიოში საუკეთეო ვარ. მსოფლიოში საუკეთესო ვარ. თავდაუზოგავად ვმუშაობ. შენთვის რაღაც მაქვს. წავედით! პირველი ვიქნები, ვინც დაგანოკაუტებს, მენდე!“,- უთხრა ილიამ მაქსს, რომელიც მის სიტყვებზე უბრალოდ თავს აქნევდა.

სხვათა შორის, ცერემონიული აწონვის შემდეგ, თოფურიამ მოკლე კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა: „ხვალ საღამოს, კიდევ ერთხელ ნახავთ, მსოფლიოში საუკეთესო რატომ ვარ. ხვალ შევხვდებით!“.

შეგახსენებთ, UFC 308-ზე აბუ-დაბიში ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის ჩხუბი თბილისის დროით, კვირას, სავარაუდოდ 00:30-დან 01:00-მდე დაიწყება. 27 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაცვას პირველად შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი: UFC ესპანეთში? ბარსელონასა და მადრიდს შორის ავირჩევთ
დენა უაითი: UFC ესპანეთში? ბარსელონასა და მადრიდს შორის ავირჩევთ