ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის“ ყოფილი სკაუტი: „კვარა და კიმი ერთად აღმოვაჩინეთ“

მართალია მას შემდეგ უკვე ლამის ორი წელი გავიდა, თუმცა იტალიური სპორტული პრესა ხშირად იხსენებს, 2022-2023 წლების ფორმაციის ლუჩიანო სპალეტის მომზადებულ „ნაპოლის“, რომელმაც შეძლო და 33-წლიანი პაუზის შემდგომ სკუდეტო მოიგო, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიას რომ უდიდესი წვლილი მიუძღვოდა, ეს მისი ინდივიდუალური პრიზითაც კარგად ჩანს - ქართველი ნახევარმცველი სადებიუტო სეზონშივე სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

მაშინ ყველასათვის უცნობი კვარაცხელიას აღმოჩენასა და პარტენოპეიში მიყვანას უმრავლესობა ნეაპოლური გუნდის ახლა უკვე ყოფილ სპორტულ დირექტორს, კრისტიან ჯუნტოლის მიაწერდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხვიჩას თამაში პირველად ნეაპოლური კლუბის სკაუტინგის ექს-მენეჯერმა ლეონარდო მანტოვანიმ ნახა, რომელმაც ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში ორი წლის წინ განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა.

რას ამბობს კვარაზე

როდესაც პირველად ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე კლუბის ხელმძღვანელებთან დავრეკე და აღფრთოვანებულმა ვუთხარი, რომ ნამდვილი ტალანტი აღმოვაჩინე.

იცით, როდესაც ვინმე კარგ მოთამაშეს აღმოვაჩენდი, ბევრ რამეს ვითვალისწინებდი, მის ხასიათს, შემგუებლობის უნარს ახალ გარემოსთან, ადამიანობას და ასე შემდეგ. კვარაცხელიაში კი ყველა ეს თვისება იმდენად მწყობრში იყო, მაშინვე წარმოვიდგინე თუ როგორ მრისხანე დუეტს შექმნიდა ვიქტორ ოსიმენთან.

აურელიო დე ლაურენტისისგან დავალებული გვქონდა, რომ წასასვლელად გამზადებული კალიდუ კულიბალისა და ლორენცო ინსინიეს სათანადოდ შემცვლელები გვეპოვა და ხვიჩასა და კიმის დამატებით, როგორც ხედავთ, გეგმა გადაჭარბებით შევასრულეთ.

ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელია წინა ორი სეზონის მსგავსად, წელსაც „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერია და მიმდინარე იტალიის ჩემპიონატში მის ანგარიშზე უკვე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საჭიროა შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს“ - კონტე კვარას კონტრაქტზე
„საჭიროა შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს“ - კონტე კვარას კონტრაქტზე