„ხვალ ნახავთ, საუკეთესო რატომ ვარ“ | თოფურიასა და ჰოლოუეის ბოლო ფეისოფი
ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს და „დალოცვილს“ UFC 308-ზე დაუპირისპირდება. „ელ მატადორმა“ და მაქსმა საჩემპიონო წონა დააფიქსირეს, ახლახან კი ცერემონიული აწონვები გაიმართა.
MMA-ის გულშემატკივრებმა ჰოლოუეისა და თოფურიას საფინალო ფეისოფი იხილეს, რის შემდეგაც, ორივე მებრძოლმა კომენტარი გააკეთა.
ჰოლოუეი: „თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი დაძინება და ეგაა. ლაპარაკი მორჩა, ხვალ ჩხუბია და არ გამოტოვოთ“.
თოფურია: „ხვალ საღამოს, კიდევ ერთხელ ნახავთ, მსოფლიოში საუკეთესო რატომ ვარ. ხვალ შევხვდებით!“.
შეგახსენებთ, UFC 308-ზე აბუ-დაბიში ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის შორის ჩხუბი თბილისის დროით, კვირას, სავარაუდოდ 00:30-დან 01:00-მდე დაიწყება. 27 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის საჩემპიონო ქამრის დაცვას პირველად შეეცდება.