„მხოლოდ ღმერთის მეშინია“ - დვალიშვილი წყობიდან გამოიყვანეს
UFC-ის რიგით მეორე ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჯერჯერობით არ ცხრება და ცეცხლზე ნავთს რეპორტიორებიც ასხამენ, რომლებიც ქართველ „მანქანას“ პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამენ. ერთ-ერთმა ასეთმა კითხვამ იმის თაობაზე, ეშინია თუ არ მას უმარ ნურმაგომედოვთან დაპირისპირების, მერაბ დვალიშვილი წყობიდან გამოიყვანა და მედიის წარმომადგენელს საკმაოდ ემოციურად უპასუხა.
მერაბ დვალიშვილი
უმარ ნურმაგომედოვის მეშინია? მე არავისი არ მეშინია. მხოლოდ ღმერთის! სად არის ეგ თქვენი უმარი? სხვა ბრძოლა მიიღო და ხმას აღარ იღებს, ეს მას ეშინია ჩემი და სხვისით ჩააანაცვლა ჩემთან შეხვედრა.
მე არ ვარ ბრძოლების ორგანიზატორი - ამ საკითხებით დენა უაითი და ჰანტერ კემპბელი არიან დაკავებულები. თუ დენა მეტყვის, რომ უმარს უნდა ვეჩხუბო, ამას აუცილებლად გავაკეთებ.
თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ - ნურმაგომედოვს ჩემთან დაპირისპირება ჯერ არ დაუმსახურებია. აი, შონ ომალიმ დაიმსახურა და რევანშის საშუალებაც ექნება. დაამტკიცოს უმარმა რომ ღირსეული მებრძოლია და აუცილებლად ვეჩხუბები.
მომავალი მეტოქის შესახებ მერაბ დვალიშვილს სამი ვარიანტი აქვს. მას შესაძლოა ფიგერედო-იანის გამარჯვებულთან მოუწიოს ურთიერთობების გარკვევა, თუმცა ამავდროულად, შონ ომალი მატჩ-რევანშს ითხოვს და ასევე პარალელურად, უმარ ნურმაგომედოვი თვლის, რომ დვალიშვილთან ბრძოლა დაიმსახურა.