მილანი, ბოლონია
Aa
Aa

ბოლონიასა და მილანის მატჩი გადაიდო | მიზეზი წყალდიდობა და უამინდობაა

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში, „ბოლონიას“ „მილანის“ წინააღმდეგ უნდა ეთამაშა და „როსობლუ“ მასპინძლის რანგში უნდა ყოფილიყო. ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო და ჯერჯერობით უცნობია, მატჩი როდის გაიმართება.

თამაშის გადადება ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო გადაწყდა. ქალაქის მერიაში ჩათვალეს, რომ სტადიონზე მისული გულშემატკივრები საერთო წესრის საფრთხეს შეუქმნიდნენ. „როსონერის“ პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ მატჩის ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარების იდეა გააჟღერა, მაგრამ ამაზე უარი ითქვა.

განიხილებოდა ნეიტრალურ სტადიონზე გადასვლის იდეაც და მიდიოდა მსჯელობა „კომოსა“ და „ემპოლის“ სტადიონებზე, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება სერია A-ს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებმა მიიღეს. მათ მატჩის გადადება გადაწყვიტეს და სავარაუდოდ, ერთ-ერთი ვარიანტი 2025 წლის 3 აპრილია.

ცნობისთვის, „მილანი“ აპირებდა „ბოლონიასთან“ სპეციალური მაისურებით ეთამაშა, რომლებსაც შემდგომში, საქველმოქმედო მიზნებისთვის გაყიდდა და წყალდიდობით დაზარალებულებს დაეხმარებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი: UFC ესპანეთში? ბარსელონასა და მადრიდს შორის ავირჩევთ
დენა უაითი: UFC ესპანეთში? ბარსელონასა და მადრიდს შორის ავირჩევთ