კლეი ტომპსონი, დალას მავერიქსი, შაკილ ონილი
Aa
Aa

საჩემპიონო გუნდი ჰყავთ - შაკილ ონილის პროგნოზი

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი შაკილ ონილი NBA-ს მატჩებს ხშირად ესწრება და მედიის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესპოდენტია. ბოლოს შაკი „დალასი“ – „სან ანტონიოს“ (120:109) მატჩის დროს შენიშნეს საპატიო სტუმართა ლოჟაში და ბუნებრივია ESPN-ის ჟურნალისტი მისი პროგნოზებით დაინტერესდა.

რა თქვა ონილმა

საერთოდ ნებისმიერი სეზონის წინ რთულია იმის გამოცნობა, თუ რომელი გუნდი გახდება ჩემპიონი, მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ წლევანდელ სეზონში საუკეთესო „დალასი“ იქნება, რადგან კლეი ტომპსონის სახით ამ გუნდმა სერიოზული ძალა დაიმატა. ეს არის კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია სეზონი საშუალოდ 20-ქულიანი მაჩვენებლით დაასრულოს, რაც სახუმარო საქმე ნამდვილად არ გახლავთ.

სხვათა შორის, ამ შეხვედრაში „სპურსის“ რიგებში 6 წუთი ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა და მატჩი 3 მოხსნით დაასრულა. რაც შეეხება შაკილ ონილს, ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა, ხოლო ფინალური მატჩის MVP-ისთვის დაწესებული ჯილდო 3-ჯერ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსარგებლო ნივთები არიან, ხელფასს ტყუილად იღებენ“ - ონილი გობერსა და სიმონსზე
„უსარგებლო ნივთები არიან, ხელფასს ტყუილად იღებენ“ - ონილი გობერსა და სიმონსზე