ვოიცეხ შჩესნი, ინიაკი პენია
Aa
Aa

ითამაშებს თუ არა ელ კლასიკოში | რას ამბობს შჩესნი

ვოიცეხ შჩესნი, რომელიც „ბარსელონას“ ახლახან შეუერთდა, ამბობს, რომ ინიაკი პენია სასტარტოში ყოფნას იმსახურებს.

პოლონელი მეკარის თქმით, მან კლუბის თქმით, ჰანსი ფლიკს უთხრა, რომ ელ კლასიკოში სწორედ პენია ათამაშოს.

კითხვაზე, სურს თუ არა „რეალის“ წინააღმდეგ თამაში, შჩესნიმ ასე უპასუხა:

„არა. ინიაკი პენიას არ მიუცია იმის საბაბი, რომ სათადარიგოზე დაჯდეს. ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ. მე უკვე ვუთხარი მწვრთნელს, რომ 100%-ით ფორმაში ვარ, მაგრამ გუნდი კარგად მუშაობს. თუ რამე არ ფუჭდება, მისი შეკეთება არ ღირს. მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ჩემს თავს არ ვათამაშებდი. მე მექნება შესაძლებლობა, რომ მოგვიანებით ვითამაშო. ამ დროისთვის გუნდი კარგად თამაშობს და მთავარი ეს არის“.

ელ კლასიკო 26 ოქტომბერს გაიმართება. მატჩს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ შჩესნის კარიერა დასრულებული ჰქონდა და მას შემდეგ, რაც ტერ შტეგენმა ტრავმა მიიღო, მისი კარიერის განახლების საკითხი დღის წესრიგში დადგა.

ცნობისთვის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტი გააფორმა - შჩესნი ბარსელონას ოფიციალურად შეუერთდა
კონტრაქტი გააფორმა - შჩესნი ბარსელონას ოფიციალურად შეუერთდა