დევისის ბაიერნიდან წასვლა გადაწყვეტილია - რეალში, თუ ბარსაში?
ალფონსო დევისი სავარაუდოდ „ბაიერნს“ დატოვებს.
ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, გერმანულ კლუბს მცველის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესი არ განუცდია. მის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ივნისში ეწურება და კანადელი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
წყაროს ცნობით, სასწაული უნდა მოხდეს, რომ დევისმა „ბაიერნი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვოს.
ცნობილია, რომ კანადელით მადრიდის „რეალი“ ინტერესდება, თუმცა საქმეში ბოლო დროს „ბარსელონაც“ ჩაერთო. „ბაიერნისა“ და „ბარსას“ მატჩის შემდეგ დევისის წარმომადგენლებთან საუბარიც შედგა. ჰანსი ფლიკი თავისი ყოფილი მოთამაშის მიმართ სიმპათიას ავლენს და მასთან მუშაობის სურვილს გამოთქვამს.
საბოლოო არჩევანის გაკეთება თავად დევისს მოუწევს - „რეალი“, თუ „ბარსა“.
მიმდინარე სეზონში დევისმა ბუნდესლიგაში 6 მატჩი ჩაატარა.