ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

ჯუღელი სამშაბათს მილანში ჩავა | განახლებული ინფორმაცია

გუშინ რადიო Kiss Kiss Napoli-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ჩავიდოდა და კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდებოდა.

ხვალ, მამუკა ჯუღელი ნეაპოლში იქნება და პარტენოპეისთან კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. ქართველი ფეხბურთელის აგენტი ნეაპოლში 4 დღითი დარჩება“, - იუწყებოდა Kiss Kiss Napoli-ი.

თუმცა რადიომ დღეს ინფორმაცია განაახლა და წერს, რომ ჯუღელი სამშაბათს მილანში ჩავა, სადაც „ნაპოლის“ მატჩი გაიმართება.

ნაპოლის“ ხელმძღვანელობასთან“ შეხვედრა კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით, შესაძლო პირდაპირ მილანში გაიმართოს“, - წერს Kiss Kiss Napoli-ი.

ცნობისთვის, მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. „პარტენოპეიმ“ ქართველ ფეხბურთელს წლიური 5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ „კვარას“ 8-9 მილიონის მიღება სურს.

ხვიჩას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პედულა: ნაპოლი ხვიჩასა და მის გარემოცვას უპატივცემულოდ ექცევა
პედულა: ნაპოლი ხვიჩასა და მის გარემოცვას უპატივცემულოდ ექცევა