დენა უაითი: UFC ესპანეთში? ბარსელონასა და მადრიდს შორის ავირჩევთ
შაბათს, ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს და მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.
„ელ მატადორმა“ უკვე არაერთხელ ახსენა, რომ საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ, თავის მომდევნო ბრძოლას მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართავს. ამ ვარიანტს UFC-ის პრეზიდენტი დენა უაითი განიხილავს და როგორც ჩანს უკვე მოლაპარაკებებამდეც მივიდა საქმე, თუმცა მადრიდთან ერთად საქმეში ბარსელონაც ჩაერთო.
„UFC ესპანეთში? ჯერ ზუსტად არ ვიცი, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2025 წლის ზაფხულში ამის განხორციელება შესაძლებელი იქნება. ჩვენ არჩევანს მადრიდსა და ბარსელონას შორის გავაკეთებთ“.
- ციტირებს უაითის სიტყვებს Sport-ი.
ბოლო დროს UFC-ის ქარდის მასპინძლობის სურვილი „ბარსელონამაც“ გამოთქვა. კატალონიელები 2025 წელს განახლებულ „კამპ ნოუს“ გახსნიან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული არენა იქნება. როგორც ჩანს, დენა უაითი მოლაპარაკებებში მადრიდელების გარდა კატალონიელებთანაც შევიდა.