„თუ, კვარა წავა, ეს ნაპოლის მარცხი იქნება“ - იტალიელი ექსპერტი
იტალიელი საფეხბურთო ექსპერტი ანტონიო კორბო Punto Zero-ზე Napoli Magazine Live-ის ეთერში ანტონიო კონტეს „ნაპოლის“ შესახებ საუბრობს და ხვიჩა კვარაცხელიას საკითხსაც ეხება.
„ემპოლისთან კონტეს გუნდის თამაში კარგი არ ყოფილა, თუმცა სანაკრებო პაუზის შემდეგ, დაღლილობა ნორმალურია და მთავარი სამი ქულა იყო. ჩვენ ცოტათი უნდა მოვიცადოთ, რომ ამ ფორმაციის პარტენოპეის სრული სიძლიერე ვიხილოთ. დაველოდოთ, რომ რომელუ ლუკაკუს საუკეთესო ვერსია ვიხილოთ. ჯერჯერობით ნეაპოლელთა თამაშში ტაქტიკურად ჩავარდნები ხდება, ეს პრობლემა მოთამაშეებს თავის წარმოჩენაში ხელს უშლის, განსაკუთრებით კი ხვიჩა კვარაცხელიას.
ცვლილებები ლეჩესთან? მე სრულ შემადგენლობას გავიყვანდი, რომ მოთამაშეებმა კონცენტრაცია შეინარჩუნონ. ამ მატჩში მოგება მნიშვნელოვანია, თუმცა კონტემ უკეთ იცის თავისი ფეხბურთელების მდგომარეობა და შესაძლოა მცირე ცვლილებები იყოს, რომ რამდენიმე მოთამაშემ დაისვენოს.
რაც შეეხება კვარაცხელიას კონტრაქტს, თუ ისე მოხდა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვა, ეს ნაპოლის მარცხი იქნება. მით უმეტეს, თუ თავად ფეხბურთელი ითხოვს ტრანსფერს. იმედი მაქვს, ეს მოხდება და მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ“.
- ამბობს კორბო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ლეჩეს“ მატჩი შაბათს 17:00 საათზე დაიწყება.