მანჩინიმ საუდის არაბეთის ნაკრები დატოვა
საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, რობერტო მანჩინი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის.
59 წლის იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი გასული წლის აგვისტოში, მას შემდეგ ჩაიბარა, რაც იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
მანჩინის გადაწყვეტილების მიზეზი საუდის არაბეთის ნაკრების შედეგებია. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 18 მატჩში, გუნდს მხოლოდ 7 მოგება აქვს.
ცნობისათვის, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოგებით, მანჩინის მომზადებული ნაკრები მესამე ადგილზეა, მუნდიალის საგზურს პირდაპირ კი მხოლოდ პირველი და მეორე ადგილი იძლევა.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს „ფიორენტინას“, „ლაციოს“, „მილანს“, „მანჩესტერ სიტისა“ და „გალათასარაის“ წვრთნიდა.