23-წლამდელები მსოფლიო ჩემპიონატიდან 6 მედლით დაბრუნდნენ | თავისუფალი ჭიდაობა
ალბანეთში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ), რომელმაც ფინალში სომეხი შანტ ხაჩატრიანი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ვიცე-ჩემპიონი გახდა დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ). ქართველმა სპორტსმენმა ფინალური შეხვედრა ყირგიზ რაზაკ ბეიშეკეევთან დათმო. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ფრიდონ აბულაძემ (60 კგ), დათა ჩხაიძემ (82 კგ), აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ).
23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეიდან ასპარეზობაში ჩაერთვება საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები. ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს პირველობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
წყარო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია