ლექსო ფეიქრიშვილი
Aa
Aa

ფეიქრიშვილის გოლი | UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე მარიბორს გაუტანა

UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე კიევის „დინამოს’’ 19-წლამდე გუნდმა პირველი მატჩი გამართა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში პოლონეთში სლოვენიურ „მარიბორთან’’ 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ლექსო ფეიქრიშვილის გოლით წონასწრობა აღდგა, ქართველმა ნახევარმცველმა შეტევაში იაქტიურა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 18 წლის ქართველმა ტალანტმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

 

საპასუხო შეხვედრა 6 ნოემბერს სლოვენიაში გაიმართება. დამარცხებული ტურნირს გამოეთიშება.

მიუხედავად იმისა, რომ ლექსო 6 ნომერზე თამაშობს, გოლებს ხშირად იტანს. 2024 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში თბილისის „დინამო 2''-ში 9 თამაშში 5 გოლი გაიტანა, ზაფხულში უკრაინულ კლუბში გადავიდა და უკრაინის 19-წლამდე ჩემპიონატში 9 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო. პენალტის დარტყმა კარგად გამოსდის, თუმცა აღნიშნული გოლებიდან ყველა სათამაშო ვითარებაში გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც 2023 წელს The Guardian-ის მიერ შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო ტალანტების სიაში ვიხილეთ, გასულ ზაფხულში კიევის „დინამოსთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლექსო ზამთრის შეკრებას პირველ გუნდთან ერთად დაიწყებს.

ნოემბერში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შვედეთში ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი მასპინძელ შვედეთს (13 ნოემბერი), ნორვეგიას (16 ნოემბერი) და ესტონეთს (19 ნოემბერი) დაუპირისპირდება. ფეიქრიშვილი ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ასე რომ საკვალიფიკაციო ეტაპს კარგ ფორმაში ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიქაუტაძე არ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორიც...“ - რას წერს ფრანგული მედია
„მიქაუტაძე არ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორიც...“ - რას წერს ფრანგული მედია