ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნერეში არაფერ შუაშია - რატომ არ იქნება კვარა ლეჩესთან?

სერია A-ს მე-9 ტურში „ნაპოლი“ შინ აუტსაიდერ „ლეჩეს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში ანტონიო კონტე შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს, რადგან გუნდს უახლოეს პერიოდში რთული მატჩები ელის.

ბოლო დროს იტალიური პრესა წერდა, რომ კვარაცხელია „ლეჩესთან“ თადარიგში დარჩებოდა, რადგან დავიდ ნერეში კარგ ფორმაშია და კონკურენცია იზრდება. დღეს, Il Mattino-მ დაწერა, რომ ეს ასე არ არის. რეალურად კონტეს გადაწყვეტილება უახლოეს 15 დღეში არსებულ რთულ კალენდარს უკავშირდება.

„კვარაცხელია შესაძლოა ლეჩესთან თადარიგში დარჩეს, რადგან ნაპოლის უახლოეს 15 დღეში რთული მატჩები აქვს. ხვიჩა დაისვენებს და კონცენტრაციას მოახლოებულ რთულ დაპირისპირებებზე მოახდენს. მიმდინარე სეზონში ქართველი 4 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. კონტე ხვალ მას დაასვენებს, რადგან სამშაბათს სან სიროზე მილანთან მატჩი ელით, რომელშიც კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია დასჭირდებათ“.

- წერს Il Mattino.

ანტონიო კონტეს გუნდს უახლოესი 15 დღე მართლაც ურთულესი ექნება. „პარტენოპეი“ „ლეჩეს“ შემდეგ მიჯრით „მილანს“ (სტუმრად), „ატალანტას“ (შინ) და „ინტერს“ (სტუმრად) დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილის კარგი მატჩი და ლევანტეს მნიშვნელოვანი 3 ქულა
ქოჩორაშვილის კარგი მატჩი და ლევანტეს მნიშვნელოვანი 3 ქულა