შოკში ვართ - თელავის ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე ლაფაური გარდაიცვალა
Aa
Aa

შოკში ვართ - თელავის ყოფილი ფეხბურთელი თორნიკე ლაფაური გარდაიცვალა

საფეხბურთო კლუბ „თელავის’’ ყოფილი ფეხბურთელი, 23 წლის თორნიკე ლაფაური გარდაიცვალა. ინფორმაციას Facebook-ში კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„საშინელ ავადმყოფობასთან დიდი ბრძოლის შემდეგ სამწუხაროდ მოხდა ის, რამაც გაგვანადგურა, შოკში ვართ - 23 წლის თორნიკე ლაფაური, ჩვენი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი აღარ გვყავს.

თოკო, „თელავის’’ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, "თელავის" ასაკობრივ გუნდებში ითამაშა, 17 და 19-წლამდელთა გუნდის წევრი გახლდათ და ნელ-ნელა მთავარ გუნდსაც უახლოვდებოდა, ვარჯიშობდა, თავის შანსს ელოდა და ყველასთვის მოულოდნელად, ვერაგმა ავადმყოფობამ დარია ხელი - შოკი, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ჩვენთვის...’’

CrystalSport-ის რედაქცია იზიარებს ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები