„საუკეთესო ვარიანტი იქნება წავიდე კლუბში, რომელიც...“ | მოურინიომ მომავალზე ილაპარაკა
ჟოზე მორინიომ თავის მომავალზე ილაპარაკა. „ფენერბახჩეს“ თავკაცმა თქვა, რომ კლუბიდან წასვლის შემდეგ, უმჯობესი იქნება ისეთ გუნდს უხელმძღვანელოს, რომელიც ევრო თასების მონაწილე არ არის.
„თუ რომელიმე კლუბს ინგლისში, რომელიც ცხრილში დაბლა იმყოფება, უახლოეს 2 წელიწადში მწვრთნელი დასჭირდება, მე მზად ვიქნები“, -თქვა მოურინიომ.
ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული, 61 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი „ფენერბახჩეს“ მწვრთნელი მიმდინარე წლის ივნისში გახდა. მან თურქულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში 10,8 მილიონ ევროს იღებს.