სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

NBA: სეზონის პირველი მატჩი - მამუკელაშვილის სან ანტონიო დალასთან დამარცხდა

გამთენიისას NBA-ში დღის მორიგი შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ჩვენს ინტერესს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ იწვევდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი სტუმრად „დალასთან“ 109:120 დამარცხდა.

დიდი შესვენების წინ, „სან ანტონიო“ თამაშს 2 ქულით იგებდა, თუმცა ამის შემდეგ, მასპინძლებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალეს და 40:31 და 33:29 - ამ ანგარიშებით მოიგეს დასკვნითი მეოთხედები.

ტრადიციულად ბრწყინავდა ლუკა დონჩიჩი, რომელმაც 28 ქულა, 10 მოხსნა და 8 გადაცემა გაიფორმა.

რაც შეეხება მამუკელაშვილს, მან 6 წუთი ითამაშა, 3 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა. მის გუნდში გამორჩეული 18-18 ქულით ჯერემი სოჩანი და ჯულიან ჩემპანი იყვნენ.

„სან ანტონიო“ მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს შინ „ჰიუსტონ როკეტსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 8 ქულა - ვირტუსის პირველი გამარჯვება ევროლიგაზე
შენგელიას 8 ქულა - ვირტუსის პირველი გამარჯვება ევროლიგაზე