ევროპა ლიგა: ლიონი ბეშიქთაშთან დამარცხდა - მიქაუტაძემ 11 წუთი ითამაშა
ევროპა ლიგის მე-3 ტურში „ლიონმა“ „ბეშიქთაშს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 დამარცხდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი აქტიურად დაიწყეს და სოლიდურ უპირატესობასაც ფლობდნენ. „ლიონის“ მოსალოდნელი გოლის ინდექსი 1.15 იყო. „ბეშიქთაშის“ კი 0.26. ფრანგებმა კარისკენ 16-ჯერ დაარტყეს, თურქებმა კი 3-ჯერ. 24-ე წუთზე ლაკაზეტმა გაიტანა კიდეც, თუმცა თამაშგარის გამო გოლი გაუქმდა.
მეორე ნახევარში „ბეშიქთაშმა“ თამაში გამოასწორა. 71-ე წუთზე ჟედსონ ფერნანდეშმა ანგარიში გახსნა.
გიორგი მიქაუტაძე თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. „ლიონს“ კვლავ დიდი უპირატესობა ჰქონდა, თუმცა უილფრიდ ზაჰას დარტყმული მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. მიქაუტაძეს სამწუხაროდ მომენტი არ შეჰქმნია.
ამრიგად, „ლიონმა“ ევროპა ლიგაზე პირველი მატჩი წააგო, „ბეშიქთაშმა“ კი პირველი მოიგო. 36 გუნდიან ცხრილში, ფრანგები მე-10 ადგილზე იმყოფებიან, თურქები კი 27-ე პოზიციაზე.
მომდევნო შეხვედრას მიქაუტაძის გუნდი 27 ოქტომბერს შინ „ოსერთან“ გამართავს. ნატჩი 18:00 საათზე დაიწყება.