მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ჩემს შვილს დაბადების დღეს ვულოცავ“ | მერაბი ომალის გაეხუმრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი შონ ომალის გაეხუმრა. „მანქანამ“ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და „შუგასთან“ მატჩრევანშის გამართვაზე მზადყოფნა გამოხატა.

„დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს შვილს. მარტში კიდევ ერთხელ გნახავ“, - განაცხადა მერაბმა და პოსტს დაურთო ფოტო, რომელზეც ომალის გამოსახულების მქონე თოჯინას კოცნის.

შეგახსენებთ, რომ მერაბთან გამართული ორთაბრძოლის შემდეგ, ომალის ოპერაცია ჩაუტარდა და „შუგას“ თქმით, იგი ჩხუბისთვის მზად მარტში იქნება. ყოფილი ჩემპიონი თვლის, რომ უსამართლობის მსხვერპლია და მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა გამარჯვებულად „მანქანა“ გამოაცხადეს.

როგორც მოგეხსენებათ, მერაბი აბუ-დაბიში იმყოფება და UFC 308-ს დაესწრება, რომლის მთავარი მოვლენაც ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის საჩემპიონო ჩხუბია. „ელ მატადორი“ საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს და ბუკმეკერები მას ფავორიტად თვლიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა-ლუკაკუს დუეტი გადაღლილია - კონტეს საფიქრალი გაუჩნდა
კვარა-ლუკაკუს დუეტი გადაღლილია - კონტეს საფიქრალი გაუჩნდა