ირის ანტმანი
Aa
Aa

საქართველო - ირლანდია | პლეი-ოფის პირველი მატჩი თბილისში

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 25 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს. 

ირის ანტმანის გუნდი, მიხეილ მესხი 2-ზე ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა. 

ირლანდიასთან პლეი-ოფის პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე გამოტოვებენ.

საქართველო - ირლანდიის შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), გვანცა ქადაგიშვილი (ლანჩხუთი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე (ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (კვარტალი), ელენე ჩიქოვანი (ნიკე-ლუსო),  მაიკო ბებია (ნიკე-ლუსო), სალომი დიმოპულო (კვარტალი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (კვარტალი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ლიზი კანკია (კვარტალი), ანა ჩემინავა (ჰაპოელი თელ-ავივი, ისრაელი).

NAKREBI.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები