ძალოსნობაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება
2026 წელს, ბათუმი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) გამგეობამ ცოტა ხნის წინ მიიღო და აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.
ბათუმი 2026 -ის რატიფიცირება ხვალ გასამართ კონგრესის სხდომაზე მოხდება. ფედერაციის პრეზიდენტის კახი კახიაშვილის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია ხმის უფლების მქონდე დელეგატთათვის სხვა კანდიდატ ქვეყნებზე (პოლონეთი, ალბანეთი) მიმზიდველი გამოდგა, რამაც საბოლოო გადაწყვეტილებაზე დადებითი შედეგი იქონია და გამგეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მასპინძლობის უფლება ბათუმს მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო და კერძოდ ბათუმი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. პირველი ჩემპიონატი 2019 წელს ჩატარდა, რამაც ევროპის ფედერაციისგან უმაღლესი შეფასება მიიღო და მას მომავლის ჩემპიონატიც კი უწოდეს.