რივალდო: არავის გვეგონა, რომ ვინისიუსი მსოფლიოში საუკეთესო გახდებოდა
რივალდომ მატჩების დროს ვინისიუს ჟუნიორის ქცევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადრე ვერ წარმოიდგენდა, არ სჯეროდა, თუ როდისმე ვინი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდებოდა.
„მისი ქცევა კარგი არ არის. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და გადამწყვეტ როლს თამაშობს მადრიდის რეალში. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და შეუძლია შეიცვალოს. ზოგადად, მან უნდა შეცვალოს დამოკიდებულება მსაჯებისა და სხვა მოთამაშეების მიმართ.
ვინის ხშირად ეუხეშებიან, მაგრამ ოპონენტებთან კონფლიქტი და მსაჯებთან მუდმივი საუბარი არც თუ ისე კარგია.
თუმცა ჭკვიანი ბიჭია, დამოკიდებულება შეიცვლება. ახლა ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და არის შემთხვევები, როცა თავის თავზე თვითკონტროლს კარგავს.
მან შეცვალა თამაში, თავიდან არავის გვეგონა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. მან გოლის გატანა ისწავლა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. სამომავლოდ ასევე შეიცვლება მისი სურვილი, ეკამათოს მსაჯებს და ოპონენტებს“,
- განაცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა.