კიმიხი: დარწმუნებული არ ვარ ლიგის პლეი-ოფში მოხვედრა შეგვიძლია თუ არა
ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ განადგურების (1:4) შემდეგ, მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა იოზუა კიმიხმა პრესასთან ისაუბრა და საკმაოდ მოულოდნელი კომენტარიც გააკეთა.
კიმიხი ფიქრობს, რომ „ბაიერნს“ მერვედფინალში მოხვედრა გაუჭირდება.
„ვიცი, რომ ძალიან ნაკლებად მოსალოდნელია ჩვენ დარჩენილი ყველა მატჩი მოვიგოთ. თუნდაც ეს იყოს ჩვენი მიზანი. არც კი ვიცი, ჯერ კიდევ შეგვიძლია თუ არა საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა. თეორიულად ალბათ დიახ.
ამჟამინდელი მოცემულობით ყველა დარჩენილი მატჩის მოგება გვჭირდება და საკმაოდ რთული მატჩები გვაქვს დარჩენილი.
ბოლო ექვსი წელია ჯგუფიდან ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე გავდიოდით. ახლა ჩვენ აღარ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი“,
- განაცხადა კიმიხმა Bild-თან ინტერვიუში.
უეფას ცვლილებების შემდეგ, ჯგუფური ეტაპის ნაცვლად ლიგის ზონა მივიღეთ, სადაც თითოეული გუნდი 8-8 მატჩს ატარებს, რვა სხვადასხვა გუნდთან. „ბაიერნმა“ უკვე 3 მატჩი ჩაატარა, 1 მოიგო და 2 წააგო. „რეკორდმაისტერი“ დარჩენილ 5 შეხვედრაში „ბენფიკას“ (შინ), პსჟ-ს (შინ), „შახტარს“ (სტუმრად), „ფეიენოორდს“ (სტუმრად) და ბრატისლავის „სლოვანს“ (შინ) დაუპირისპირდება.