ხვიჩა კვარაცხელია, მატეო პოლიტანო, დავიდ ნერეში
Aa
Aa

ნერეშს ნაპოლის ძირითადში ელიან, თუმცა კვარა ხელშეუხებელია

შაბათს, „ნაპოლი“ სერია A-ს მე-9 ტურში „ლეჩეს“ უმასპინძლებს. ბოლო დროს, იტალიური პრესა აქტიურად საუბრობს, რომ კონტე შეტევაში როტაციას მიმართავს და ფორმაში შესულ დავიდ ნერეშს სასტარტოში დააყენებს.

რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ უკვე არაერთხელ დაწერა, რომ ნერეში სასტარტოში ხვიჩა კვარაცხელიას ადგილს დაიკავებდა. დღეს კი რადიო Kiss Kiss Napoli-იმ ახალი მოსაზრება გაგვიზიარა, რომლის მიხედვითაც კვარაცხელია ხელშეუხებელია და სასტარტოდან სხვა მოთამაშე ამოვარდება.

„ძირითადიდან თუ ვინმე ამოვარდება, ეს პირველ რიგში პოლიტანოა. მან ბოლო ტურში ემპოლისთან შეხვედრაში მოედანი დაღლილმა დატოვა. მატეო აშკარად გადაღლილია გუნდს ამის შემდეგ შუა კვირაში მილანთან გასვლითი შეხვედრა ელის. დავიდ ნერეში მისი შეცვლის ნომერ პირველი არჩევანია“.

8 ტურის შემდეგ, ანტონიო კონტეს გუნდი სერია A-ს 16 ქულით ლიდერობს. მათი უახლოესი მდევარი 17 ქულით „ინტერია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შრომისმოყვარე და თავმდაბალი - გულიაშვილს ყოფილი მწვრთნელი ახასიათებს
შრომისმოყვარე და თავმდაბალი - გულიაშვილს ყოფილი მწვრთნელი ახასიათებს