თოფურიასა და ჰოლოუეის პირველი ფეისოფი | რა უთხრა ილიამ მაქსს
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ქამარს პირველად UFC 308-ზე დაიცავს. „ელ მატადორი“ მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება და დღეს, პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის შემდეგაც, ილიასა და მაქსის პირველი ფეისოფიც ვიხილეთ.
Featherweight champ vs the BMF ????
— UFC_AUSNZ (@UFC_AUSNZ) October 24, 2024
Ilia Topuria vs Max Holloway - who walks away as the champ?
???????? #UFC308 | Oct 27 | Main Card 5am AEDT | 7am NZDT | Order at Link in Bio | #InAbuDhabi | @VisitAbuDhabi pic.twitter.com/tIBPuCJCI6
„ორთაბრძოლის პირველ ათ წამში, ოქტაგონის ცენტრში დაგელოდები“, - უთხრა თოფურიამ ჰოლოუეის, რაზეც მაქსმა განაცხადა: „არა, ამას ვერ იზამ“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიების მეინ ქარდი თბილისის დროით, 22:00-დან დაიწყება, ილიასა და მაქსის ორთაბრძოლას კი სავარაუდოდ 01:00-დან ვიხილავთ.