რივალდო
Aa
Aa

„ფეხბურთი დიდი ხანია ბიზნესად იქცა“ - რივალდო გადატვირთულ კალენდარზე

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რივალდომ გადატვირთულ საფეხბურთო კალენდარსა და გახშირებულ მძიმე ტრავმებზე ისაუბრა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონის თქმით, ფეხბურთი დიდი ხანია ბიზნესად არის ქცეული და ტრავმების რაოდენობის ზრდაც სწორედ ამით არის განპირობებული.

„მატჩების რაოდენობა რომ შემცირდეს, ალბათ ნაკლები ტრავმა იქნებოდა. არ ვიცი, შეიცვლება თუ არა ეს ოდესმე. როცა 20 წლის ვიყავი, მაშინ ყველა ამბობდა, რომ ტრავმების რაოდენობა იკლებს. ახლა კი ყოველ წელს ახალი ტურნირი იქმნება. თამაშების რიცხვი იზრდება და ავტომატურად იზრდება ტრავმის მიღების ალბათობაც.

დიდი ხანია, ფეხბურთი ბიზნესად იქცა. ფული, ფული და კიდევ უფრო მეტი ფული. აღარავინ ფიქრობს იმაზე, რომ ფეხბურთელებმა დასვენება შეძლონ და შემდეგ უკეთ ითამაშონ. წინასასეზონო ტურნეში გუნდები ისეთ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც ბევრ ფულს გადაუხდიან. ფეხბურთი შეიცვალა და ფეხბურთელებმა ეს უნდა გაიაზრონ“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ბევრმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა გამოხატა საჯარო უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ უეფასა და ფიფას წლიური საფეხბურთო კალენდარი ზედმეტად გადატვირთულია, რაც ფეხბურთელთა ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ტოპ კლუბებში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელმა ისიც კი განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ფეხბურთელების გაფიცვაა.

ამას გამოეხმაურა უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი და განაცხადა, რომ მატჩების გაზრდილ რაოდენობაზე მხოლოდ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები და ყველაზე მდიდარი კლუბები წუწუნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რა საჭიროა ერთა ლიგა?“ - პიკე გადატვირთულ კალენდარზე
„რა საჭიროა ერთა ლიგა?“ - პიკე გადატვირთულ კალენდარზე