ვახტანგ ჭანტურიშვილი
Aa
Aa

ჭანტურიშვილი მწვრთნელისგან ვახშამს ელოდება

ჩეხეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში გათამაშების ლიდერი „სლავია“ სტუმრად „იაბლონეცთან“ (1:2) უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ვახტანგ ჭანტურიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა მრისხანე მეტოქეს ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს და ცოტა უფრო მეტად რომ გამართლებოდათ, ქულას აიღებდნენ. დამარცხებულთა შორის ერთადერთი ბურთი სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა, რომელსაც მატჩის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მოკლე ინტერვიუ ჩამოართვა.

რა თქვა ჭანტურიშვილმა

კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მსგავსი კალიბრის გუნდებთან მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია. მართალია დავმარცხდით, მაგრამ შექმნილი საგოლე მომენტების ნახევარი მაინც რომ გამოგვეყენებინა, სულ სხვა შედეგს მივიღებდით.

რაც შეეხება ჩემს გოლს, არასამუშაო მარცხენა ფეხით გავიტანე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. როდესაც ბურთი მივიღე, „სლავიას“ კაპიტანმა მეკარეს დაუყვირა, რომ მარჯვენათი დავარტყამდი, რის გამოც გადავწყვიტე მათთვის სიურპრიზი შემეთავაზებინა და საბოლოოდ, რაც ჩავიფიქრე, კარგად გამომივიდა.

მოვუსმინე პრეს კონფერენციაზე „სლავიას“ მწვრთნელის კომენტარს, რომელმაც თქვა, რომ მაყურებელმა ევროპული კლასის ფეხბურთი იხილა, რაც მეც და ჩემს თანაგუნდელებს გვესიამოვნა. რაც შეეხება ჩვენს დამრიგებელს, ის ჯერ კიდევ „ლიბერეცთან“ (5:0) მოგებული დერბის შემდეგ დაგვპირდა საზეიმოდ ვახშამს და ჯერ კიდევ ველოდებით (იცინის).

თერთმეტი ტურის შემდეგ 17 ქულით „იაბლონეცი“ ჩეხეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. 31 წლის ჭანტურიშვილის ანგარიშზე კი 2 გოლთან ერთად, 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭანტურიშვილი: „არ მავიწყდება, რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა“
ჭანტურიშვილი: „არ მავიწყდება, რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა“