გიორგი მამარდაშვილი, კაოიმჰინ კელეჰერი
Aa
Aa

„ზაფხულში კლუბი პრობლემის წინაშე დადგება“ - მაკმანამანი ლივერპულის მეკარეებზე

„ლივერპულის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, სტივ მაკმანამანმა TNT Sports-ის ეთერში „ლაიფციგი“-„ლივერპულის“ მატჩი შეაფასა და წითლების მეკარე კაოიმჰინ კელეჰერის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

მაკმანამანის აზრით, კელეჰერი, რომელიც მატჩის MVP-დ დასახელდა, ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ ის სათადარიგო მეკარედ იყოს მოხსენიებული.

რა თქვა სტივ მაკმანამანმა: 

„შეურაცხყოფელად მიმაჩნია იმის თქმა, რომ კელეჰერი სათადარიგო მეკარეა. რა თქმა უნდა, როდესაც ალისონი ჯანმრთელია, ძირითადში ის თამაშობს, მაგრამ კელეჰერმა საკმარისი რაოდენობის კარგი მატჩები ჩაატარა, რომ მას მეორე მეკარედ არ მოვიხსენიებდეთ.

„ლივერპულს“ ძალიან გაუმართლა, რომ კელეჰერი ჰყავს. თუმცა ზაფხულში ისინი პრობლემის წინაშე დადგებიან. მათ იყიდეს მამარდაშვილი, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდება და სათადარიგოს როლს არ დაეთანხმება. მეორე მეკარის სტატუსს არც ალისონი შეეგუება, ხოლო რაც შეეხება კელეჰერს, ვერც ის იქნება სათადარიგო მეკარე, იმიტომ რომ ის ამისათვის ზედმეტად კარგია. ასე რომ, კლუბს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ „ლივერპულმა“ 35 მილიონი ევრო გადაიხადა და ქართველი მეკარე „ვალენსიაში“ ერთწლიანი იჯარით დატოვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოპენჰაგენი VS ბეტისი - გოჩოლეიშვილი განაცხადს მიღმა დარჩა
კოპენჰაგენი VS ბეტისი - გოჩოლეიშვილი განაცხადს მიღმა დარჩა