რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კვარა-ლუკაკუს დუეტი გადაღლილია - კონტეს საფიქრალი გაუჩნდა

Il Mattino-ს დღევანდელ ნომერში დაბეჭდილ  ერთ-ერთ სტატიაში „ნაპოლი“ – „ლეჩეს“ მოახლოებული მატჩის წინ შექმნილი სიტუაცია იყო გარჩეული და ანტონიო კონტეს დილემაზე გახლდათ საუბარი. წინა ტურში, „ემპოლისთან“ მატჩში იშვიათი შემთხვევა მოხდა, როდესაც პარტენოპეის თავკაცმა მისი საყვარელი შეგირდი რომელუ ლუკაკუ ნაადრევად შეცვალა და მოედანზე ჯოვანი სიმეონეს შეყვანით ვითარების შეცვლა სცადა, რაც კარგად გამოუვიდა. სწორედ ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება წერილში, სადაც რამდენჯერმე ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენეს.

რას წერენ კვარა-ლუკაკუს დუეტზე

ტოსკანაში გამართულ მატჩში ბელგიელი ფორვარდი მისთვის უჩვეულოდ არაპროდუქტიული გახლდათ, რასაც სანაკრებო პაუზას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რადგან ლუკაკუს საკუთარი სურვილით ეროვნულ ნაკრებში პაუზა აქვს აღებული. მის ნაცვლად შესულმა სიმეონემ მართალია თავი ვერც გოლით და ვერც საგოლე პასით ვერ გამოიჩინა, მაგრამ მატჩის ხასიათი აშკარად შეიცვალა.

ლუკაკუს მსგავსად, ორგანიზებულება და სიმწყობრე აკლდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც პენალტი დამაჯერებლად შეასრულა, მაგრამ მისი ასპარეზობა დამაჯერებლობისგან შორს იყო. სწორედ ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ მომქანცველი კვირა იწყება, რომლის დროსაც „ნაპოლის“ შინ „ლეჩესთან“, სტუმრად „მილანთან“ და შინ „ატალანტასთან“ ურთულესი მატჩები ელის, შესაძლოა შაბათს, შედარებით სუსტ მეტოქესთან, ხვიჩამ და რომელუმ მატჩი თადარიგში დაიწყონ.

ნეაპოლელებისთვის მართლაც მომქცანველი კვირა იწყება, თუმცა იოლი მატჩები არც მომდევნო შვიდი დღის შემდეგ არის, რადგან „ლეჩე“ – „მილანი“ – „ატალანტას“ ტრიოს მერე, სანაკრებო პაუზამდე, პარტენოპეის სტუმრად „ინტერთან“ მოუწევს ურთიერთობების გარკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა მარსიდანაა, მაგრამ სერია A-ს ვარსკვლავი სხვაა“ | ნაპოლის ექს-ფეხბურთელი
„კვარა მარსიდანაა, მაგრამ სერია A-ს ვარსკვლავი სხვაა“ | ნაპოლის ექს-ფეხბურთელი