მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„შენგან განსხვავებით, მე არავინ დამხმარებია“ - დვალიშვილმა უმარი წაშალა

შონ ომალის დამარცხებისა და საჩემპიონო ქამარის მოპოვების შემდეგ, დღე არ გასულა, უმარ ნურმაგომედოვს მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით კომენტარი არ გაეკეთებინოს და მასთან ბრძოლის სურვილი არ გამოეთქვას. დაღესტნელ მებრძოლს ქართველ „მანქანასთან“ დაპირისპირება დიდი ხანია სურს და იმედოვნებდა, რომ დვალიშვილისთვის ქამრის ჩამორთმევის შანსს დეკემბერშიც მისცემდნენ. თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ეს არ მოხდა. ნურმაგომედოვის უტაქტო გამოხდომებით შეწუხებულმა მერაბმა კი, უმარი სოციალური ქსელის ყველა პლატფორმიდან დაბლოკა.

მერაბ დვალიშვილი

ჩვენ MMA-ს მებრძოლები ვართ და ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი. პირადად მე მტრები არ მყავს და ყველასთან ვკონტაქტობ, შონ ომალისთანაც კი.

ერთადერთი მებრძოლი, რომლის სოციალური ქსელიდან დაბლოკვაც მომიწია, უმარ ნურმაგომედოვია, რადგან ის სამარცხვინოდ იქცევა. მე მასთან შესახვედრად მზად ვიყავი, თუმცა უმარმა Twitter-ზე ისეთი რაღაცეები დაწერა, რაც პირველ რიგში ჩემი დაუფასებლობა გახლდათ.

მან ყველანაირი სისულელე თქვა, რაც კი თავში აზრად მოუვიდა და მატყუარა მიწოდა, რასაც ნამდვილად ვერ ვაპატიებ, რადგან მე მატყუარა არ ვარ. თუ არ ახსოვს, შევახსენებ, რომ როდესაც UFC-ის მებრძოლი გახდა, ეს მას საჯაროდ მივულოცე.

უმარ, პირველ რიგში კაცები ვართ და მხოლოდ ამის შემდეგ მებრძოლები. მე ბოსი არ ვარ, არ ვარ დენა უაითი, მერაბ დვალიშვილს მეძახიან. გარდა ამისა, არავინ მყოლია, რომელიც UFC-ის ორგანიზაციაში თავის დამკვიდრებაში დამეხმარებოდა, აი შენ კი გეხმარებიან. დაბოლოს, გეტყვი, მე მტრები არ მყავს, უბრალოდ ბევრს ვმუშაობ.

სანამ დვალიშვილთან ჩხუბს ჩაუნიშნავენ, უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მეორე ნომერია, 14 დეკემბერს, ამავე დივიზიონის მერვე ნომერს სონგ იადონგს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ UFC-ს სურს, წონით კატეგორიას შევიცვლი და დავანოკაუტებ“ - თოფურია მახაჩევზე
„თუ UFC-ს სურს, წონით კატეგორიას შევიცვლი და დავანოკაუტებ“ - თოფურია მახაჩევზე