კოპენჰაგენი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

კოპენჰაგენი VS ბეტისი - გოჩოლეიშვილი განაცხადს მიღმა დარჩა

„კოპენჰაგენის“ ქართველი განაპირა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი კონფერენს ლიგაზე „ბეტისთან“ გასამართი მატჩის განაცხადს მიღმა დარჩა. ინფორმაცია ამის შესახებ დანიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი „ბეტისთან“ მატჩს „პირადი მიზეზების გამო გამოტოვებს“, თუმცა რა მიზეზებზეა საუბარი, კლუბში არ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი დონეცკის „შახტარიდან“ „კოპენჰაგენში“ იჯარით მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა. დანიური კლუბის შემადგენლობაში ქართველმა მცველმა ყველა ტურნირზე უკვე 14 მატჩი ითამაშა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ „კოპენჰაგენი“ კონფერენს ლიგის პირველ ტურში შინ „იაგელონიასთან“ 1:2 დამარცხდა. „ბეტისის“ გარდა, ლიგის ეტაპზე დანიური კლუბის მეტოქეები იქნებიან თურქული „ბაშაქშეჰირი“ (შინ), მინსკის „დინამო“ (სტუმრად), შოტლანდიური „ჰართსი“ (შინ) და ვენის „რაპიდი“ (სტუმრად).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალისონის ერთი სეზონით დატოვება ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება“ | ინგლისის ნაკრების ექს-მეკარე
„ალისონის ერთი სეზონით დატოვება ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება“ | ინგლისის ნაკრების ექს-მეკარე