ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„თუ UFC-ს სურს, წონით კატეგორიას შევიცვლი და დავანოკაუტებ“ - თოფურია მახაჩევზე

ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ განაცხადა, რომ მზადაა მსუბუქ წონით დივიზიონში გადაინაცვლოს და ამ წონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი დაანოკაუტოს.

რა თქვა თოფურიამ:

„თუ UFC-დან დამირეკავენ და მოისურვებენ, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში გადავიდე, მე წინააღმდეგი არ ვიქნები - გადავალ და ისლამ მახაჩევს დავანოკაუტებ.

თუ მოისურვებენ, რომ ქამრის დაცვა ქვემსუბუქ წონაში გავაგრძელო, არც ამის საწინააღმდეგო მაქვს რამე. მოდით, ეს გადაწყვეტილება UFC-ის მივანდოთ“.

შეგახსენებთ, რომ თოფურია ქამარს პირველად მაქს ჰოლოუეისთან დაიცავს - ილიას და მაქსის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.

ცნობისთვის, „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა. თოფურიას MMA-ში გამართული 15 ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

რაც შეეხება მახაჩევს, მან ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი 2022 წელს, ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შედეგად გახდა, მას შემდეგ კი ჩემპიონის ტიტული სამჯერ დაიცვა: ორჯერ ვოლკანოვსკისთან და ერთხელ - დასტინ პორიესთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასთან ბრძოლა პატივი იქნებოდა, თუმცა ჯერ ილიას უნდა ვეჩხუბო“ - ჰოლოუეი მახაჩევზე
„მასთან ბრძოლა პატივი იქნებოდა, თუმცა ჯერ ილიას უნდა ვეჩხუბო“ - ჰოლოუეი მახაჩევზე