ორლანდოს გამარჯვება მაიამისთან - ბითაძეს ცოტა დრო დაეთმო
„ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ის რეგულარული სეზონი გამარჯვებით დაიწყო. გოგა ბითაძის გუნდი „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და 116:97 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 5:21 წუთი გაატარა და მხოლოდ ორი მოხსნა მიითვალა. გოგას ერთი ორქულიანის და ერთი სამქულიანის მცდელობა ჰქონდა, თუმცა ორივე არაზუსტი აღმოჩნდა.
ბითაძე VS. მაიამი
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ორმაგი დუბლის ავტორი, „ორლანდოს“ ფორვარდი პაოლო ბანჩერო გახდა, რომელმაც 33 ქულას 11 მოხსნა და 3 ასისტი მიამატა.
მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 26 ოქტომბერს საკუთარ კედლებში „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ ამაღამ NBA-ის რეგულარული სეზონის პირველ მატჩს „სან ანტონიო სპურსი“ გამართავს. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი „დალას მავერიკსს“ ესტუმრება.