ბარსელონა, ბაიერნი, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“ახლა ყველა ბედნიერია“ - ფლიკი ბაიერნის დამარცხების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონამ ბაიერნს უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა  კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ფლიკმა?

„მშვენიერი თამაში იყო, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. პირველი გოლის შემდეგ, 10 ან 15 წუთი გვქონდა ბრძოლა, შემდეგ ყველაფერი გამარტივდა. კარგია, რომ ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ. მე საკმაოდ ახალგაზრდული შემადგენლობა მყავს. ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ეს წარმოუდგენელია. ბაიერნი მშვენიერი გუნდია ფანტასტიკური მოთამაშეებით. ასეთი გამარჯვებები აუცილებლად უნდა ვიზეიმოთ. დღევანდელი გამარჯვება ელ კლასიკოს წინ თავდაჯერებულობას გვაძლევს.

კასადო დიდებულია, ყველაფერი გააუმჯობესა. ეს ლამასიაა და ძალიან ბედნიერი ვარ. სტადიონზე ფეხბურთელების ხარისხს ყველა ხედავს. მეორე ტაიმში, ძალიან თავდაჯერებულები ვიყავით და კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა გვინდოდა. ახლა ყველა ბედნიერია.“

შეგახსენებთ, ბარსამ ბაიერნი ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად დაამარცხა. კატალონიელებს მიუნხენელებთან თამაშის მოსაგებად 7 შეხვედრა დასჭირდათ. წინა 6 მატჩიდან რეკორდმაისტერმა ყველა მოიგო და 22 გოლი გაიტანა, ბლაუგრანასგან კი მხოლოდ 4 მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინისიუს მოკვდი“ - ბარსელონას ქომაგების შეძახილები ბაიერნთან მატჩამდე
„ვინისიუს მოკვდი“ - ბარსელონას ქომაგების შეძახილები ბაიერნთან მატჩამდე