რაფინია
Aa
Aa

რაფინია: ყველა კითხვას გავეცით პასუხი, შაბათს შესანიშნავი კლასიკო გველის

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „ბარსელონამ“ „ბაიერნი“ 4:1 დაამარცხა. მატჩის გმირი ბრაზილიელი რაფინია გახდა, რომელმაც თავისი მე-100 შეხვედრა ჩაატარა და ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.

„ძალიან ბედნიერი ღამეა. კმაყოფილი ვარ იმით, რაც გავაკეთეთ. გუნდურად ძალიან კარგად ვითამაშეთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ლიგაზე მეორე მატჩი მოვიგეთ და ახლა შაბათს რეალთან დაპირისპირებაზე უნდა ვიფიქროთ.

ეს შეიძლებოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყოფილიყო. ჩვენი ქომაგების წინაშე ამ გზით მოგება განსაკუთრებულია. რაც დღეს ჩვენ მოედანზე გავაკეთეთ, ეს ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს სცემს.

ეს განსაკუთრებული საღამო იყო, ჩემი მე-100 მატჩი... არასდროს დამავიწყდება.

შესანიშნავი ელ კლასიკო გველის წინ. რაც გუშინ რეალმა გააკეთა და რაც დღეს ჩვენ გავაკეთეთ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შაბათს შესანიშნავი სანახაობა გველის.

მოსვლის დღიდან ვოცნებობდი ამ ღამეებზე: გოლების გატანა, ასეთი მატჩების ჩატარება და გადამწყვეტი როლის შესრულება“.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „ბარსელონას“ დაპირისპირებას შაბათს 23:00 სააათზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული და იუვენტუსი კვარას სიტუაციას მოთმინებით აკვირდებიან
ლივერპული და იუვენტუსი კვარას სიტუაციას მოთმინებით აკვირდებიან