რაფინია, ჰანსი ფლიკი, ვენსან კომპანი
Aa
Aa

ფლიკის გუნდი დაფრინავს: 9 წლის შემდეგ - ბარსამ ბაიერნი დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ მატჩში „ბარსელონამ“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 4:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი საოცარი სანახაობა ვიხილეთ. პირველივე წუთზე რაფინიას გოლით „ბარსა“ დაწინაურდა, თუმცა ამის შემდეგ 20-25 წუთი „ბაიერნი“ თამაშს სრულად აკონტროლებდა, კეინმა გაიტანა კიდეც, თუმცა კომპანის გუნდმა მეტი მომენტის შექმნა ვერ შეძლო, რასაც 36-ე და 45-ე წუთებზე ლევანდოვსკისა და რაფინიას გოლები მოჰყვა. ამ ფაქტმა გერმანელები გატეხა.

მეორე ტაიმის სტარტზე რაფინიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა და შეხვედრას ნაადრევი წერტილი დაუსვა.

ჰანსი ფლიკმა თავის ყოფილ გუნდს ძალიან დამაჯერებლად მოუგო და „ელ კლასიკოს“ წინ იდეალური განწყობა შეიქმნა.

„ბარსამ“ „ბაიერნი“ ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად დაამარცხა. კატალონიელებს მიუნხენელებთან თამაშის მოსაგებად 7 შეხვედრა დასჭირდათ. წინა 6 მატჩიდან „რეკორდმაისტერმა“ ყველა მოიგო და 22 გოლი გაიტანა, „ბლაუგრანასგან“ კი მხოლოდ 4 მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „ბარსელონა“ შაბათს 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინისიუს მოკვდი“ - ბარსელონას ქომაგების შეძახილები ბაიერნთან მატჩამდე
„ვინისიუს მოკვდი“ - ბარსელონას ქომაგების შეძახილები ბაიერნთან მატჩამდე