თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 8 ქულა - ვირტუსის პირველი გამარჯვება ევროლიგაზე

ევროლიგის მორიგ ტურში ვირტუს ბოლონია პარტიზან ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 70:69 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ იტალიურმა კლუბმა მიმდინარე სეზონის ევროლიგაზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

როგორც ყოველთვის თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა იდეალური მატჩი არ ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 35 წუთი და 48 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 8 ქულას, 3 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

შენგელიამ 6-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და მხოლოდ ერთი ჩააგდო. სამჯერ სცადა 4-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ ზუსტი მხოლოდ ერთი იყო. 4 საჯარიმო ტყორცნიდან კი 3 გამოიყენა. 3 მოხსნიდან 2 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი მეტოქის. თორნიკემ პარტიზანის წინააღმდეგ 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ვირტუსმა ევროლიგაზე წელს პირველად მოიგო სატურნირო ცხრილში მაინც ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ბოლონია ბაიერნს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი მამა-შვილი NBA-ში | ლებრონისა და ბრონის ისტორიული შედეგი და ლეიკერსის გამარჯვება
პირველი მამა-შვილი NBA-ში | ლებრონისა და ბრონის ისტორიული შედეგი და ლეიკერსის გამარჯვება