ისტორიული გამარჯვება - ქუთაისმა სტუმრად ბალკანი დაამარცხა
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება - ქუთაისმა სტუმრად ბალკანი დაამარცხა

ფიბა ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ქუთაისმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია. მათი მოწინააღმდეგე ბულგარული ბალკანი იყო. კოტე ტუღუშის გუნდმა სტუმრად 86:78 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ქართულმა კლუბმა ევრო ასპარეზზე გასვლითი მატჩი 2011 წელს მოიგო. ამის გაკეთება არმიამ გიოტინგენის წინააღმდეგ მოახერხა.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, ქუთაისელთა მხრიდან საუკეთესო გიორგი კორსანტია გახდა, რომელმაც 27 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

მეორე საუკეთესო შედეგი ბექაურმა დააფიქსირა, რომელმაც არასრულ 28 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისმა მიმდინარე წლის ფიბას ევროპის თასზე პირველი გამარჯვება იზეიმა. წინა ორი მატჩი პრიევიძასთან და ბილბაოსთან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტენერიფეს გამარჯვება გრადანასთან - შერმადინს ცოტა დრო დაეთმო
ტენერიფეს გამარჯვება გრადანასთან - შერმადინს ცოტა დრო დაეთმო