ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„ვინისიუს მოკვდი“ - ბარსელონას ქომაგების შეძახილები ბაიერნთან მატჩამდე

„ბარსელონას“ შაბათს მადრიდში „რეალთან“ სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ ელის. დაძაბულობა სულ უფრო მატულობს და 26 ოქტომბრისთვის პიკს მიაღწევს.

„რეალისა“ და „ბარსას“ ქომაგებს ერთმანეთი გულზე არასდროს ეხატებოდათ. ამჯერად, „ბაიერნთან“ მატჩის წინ, „ბლაუგრანას“ ქომაგებმა სტადიონზე შესვლამდე ვინისიუსის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები დაიწყეს.

„ვინისიუს მოკვდი!“

- სკანდირებდნენ „ბარსელონას“ ქომაგები.

რა თქმა უნდა, ეს ფაქტი მატჩის წინ, დაძაბულობას უფრო გაზრდის.

იქამდე ჰანსი ფლიკის გუნდს ჯერ „ბაიერნთან“ გამკლავება მოუწევს. ეს მათთვის სეზონში პირველი სერიოზული გამოცდა იქნება.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ „ბარსელონა“ შაბათს 23:00-ზე დაიწყება. ამჟამად ლა ლიგაში გუნდებს შორის 3-ქულიანი სხვაობაა. ფლიკის გუნდი პირველია, ანჩელოტის მეორე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვიცოდი, თუ შენი ნოკაუტის გეგმებში ვიყავი“ - ტებასმა თოფურიას უპასუხა
„არ ვიცოდი, თუ შენი ნოკაუტის გეგმებში ვიყავი“ - ტებასმა თოფურიას უპასუხა