ილია თოფურია
Aa
Aa

„არ ვიცოდი, თუ შენი ნოკაუტის გეგმებში ვიყავი“ - ტებასმა თოფურიას უპასუხა

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ილია თოფურიას გამოეხმაურა, რომელიც მას „დანოკაუტებით“ დაემუქრა.

არ ვიცოდი, თუ შენი ნოკაუტის გეგმებში ჩამსვი. გაფრთხილებ - ჩემი ნოკაუტში ჩაგდება უფრო რთულია, ვიდრე ელ კლასიკოს ორგანიზება იმ დროს, როდესაც ეს ყველას მოუნდება. მაქსს მთელი ძალებით დაუპირისპირდი“, - დაწერა ტებასმა X-ზე.

26 ოქტომბერს, ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოვუეის ჩხუბი გაიმართება. ამავე დღეს არის ელ კლასიკო, რაზეც ქართველმა მებრძოლმა პრესკონფერენციაზე იხუმრა, რომელიც სპეციალური მედიადღის ფარგლებში გაიმართა.

იმის ნაცვლად, რომ მაქს ჰოლოუეი დავანოკაუტო, ის ადამიანი უნდა დავანოკაუტო, ვინც ელ კლასიკო იმავე დროს დანიშნა, როდესაც ჩემი ბრძოლაა. ეს ხავიერ ტებასი იყო? მაშინ შემდეგი ის იქნება“, - თქვა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის დაპირისპირება UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.

თოფურიასთვის ეს საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა იქნება. „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.

„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“წარმატებას გისურვებ“ - კვარაცხელიამ თოფურიას მიმართა
“წარმატებას გისურვებ“ - კვარაცხელიამ თოფურიას მიმართა