ჯანი ინფანტინო, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

ინფანტინო: დადგა დრო, რომ საკლუბო ფეხბურთიც გლობალური გახდეს

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატის და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

4 აფრიკული გუნდი - „ალ აჰლი“, „კაირო“, „ვიდადი“ და „ესპერანსი“ 2025 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათ საშუალებას მისცემს შეხვდნენ კლუბებს მსოფლიოს სხვა წერტილებიდან.

საკლუბო ფეხბურთი ზოგადად ფეხბურთის საფუძველი იყო. ის დაიბადა, როგორც ეროვნული მოვლენა. ის უფრო და უფრო კონტინენტური ხდებოდა და ფეხბურთის 150-წლიანი ისტორიის შემდეგ, დადგა დრო, რომ საკლუბო ფეხბურთიც გლობალური გახდეს“, - თქვა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში, ფიფამ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებით, დამატებითი სატრანსფერო ფანჯრის გახსნა დაადასტურა.

ასევე გეტყვით, რომ 2025 წლიდან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით გაიმართება.

FIFA-მ, გასული წლის დეკემბერში, ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განახლებული ტურნირის პირველი გათამაშება 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე გაიმართება და მასში მონაწილეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 32 გუნდი მიიღებს.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უკვე გააფრთხილეს, კონტე მისგან მეტს ელოდება“ | რას წერენ კვარაცხელიაზე
„უკვე გააფრთხილეს, კონტე მისგან მეტს ელოდება“ | რას წერენ კვარაცხელიაზე