ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ოსიმენის კონტრაქტმა გუნდში სიტუაცია არია, ეს კვარასთან მოლაპარაკებებსაც შეეხო“

იტალიელი საფეხბურთო აგენტი ანდრეა დ’ამიკო Radio Marte-სთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის თემას შეეხო და კლუბის არასწორ მუშაობას გაუსვა ხაზი.

„ხვიჩას კონტრაქტთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ სიტუაცია თავდაპირველად ოსიმენის ხელშეკრულების განახლებამ არია. ამან გავლენა მოახდინა, თან უარყოფითი გავლენა. ამ ფაქტმა გასახდელში დისბალანსი გამოიწვია. სწორია, რომ ფეხბურთელები თანაბარ პირობებში უნდა იმყოფებოდნენ. კვარაცხელიამ მესამე სკუდეტოს მოგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

ქართველი ფეხბურთელი ახლა მისი კონტრაქტის მნიშვნელოვან კორექტირებას ითხოვს. ის თავის აგენტს მამუკა ჯუღელს უკვე შეხვდა, რომელიც კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ოსიმენი? ვფიქრობ, ის უფრო ივნისში გაიყიდება, ვიდრე იანვარში. რა თქმა უნდა, ნაპოლის საბოლოოდ დატოვებს“.

შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისი კვარაცხელიას წასვლა უკვე აღარ გამორიცხავს და ნეაპოლური პრესაც სხვანაირად ალაპარაკდა. ყველაფერი ისე მიდის, რომ სეზონის ბოლოს ხვიჩა სავარაუდოდ ახალ გუნდში გადავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“წარმატებას გისურვებ“ - კვარაცხელიამ თოფურიას მიმართა
“წარმატებას გისურვებ“ - კვარაცხელიამ თოფურიას მიმართა