ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლი ხვიჩას იმდენს სთავზობს, რამდენიც ის ღირს“ | იტალიელი ჟურნალისტი

იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ Kiss Kiss Napoli-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის კონტრაქტზე ილაპარაკა, რომელიც ნეაპოლურ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.

მისი თქმით, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ქართველი ფეხბურთელი იმაზე მაღალ ხელფასს იმსახურებს, ვიდრე ახლა აქვს.

რა თქვა ალვინომ:

„ნაპოლი“ კვლავინდებურად შეცდომით ფიქრობს, რომ ხელის ჩამორთმევასა და სიტყვიერი შეთანხმებას ისეთივე ფასი აქვს, რაც ხელმოწერილ კონტრაქტს. როდესაც ხვიჩამ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, შეთანხმება 5 წუთში შედგა. ჯუღელმა და დე ლაურენტისმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და შეთანხმდნენ, რომ განახლებაზე მოლაპარაკებებს მომდევნო წელს გამართავდნენ“.

„ახლა „ნაპოლი“ სიმართლის მხარეს დადგა და ხვიჩას იმდენს სთავაზობს, რამდენიც ის ღირს. დღევანდელი შეთავაზება ითვალისწინებს 6 მილიონ ევროს წელიწადში, ბონუსების ჩათვლით“.

„ნაპოლის“ მეტის გადახდა არ შეუძლია. მათ სჯერათ ხვიჩას შესაძლებლობების და კლუბს სურს, რომ ანტონიო კონტეს ასიამოვნოს“.

„ახლა ბურთი ხვიჩას მხარესაა და თუ ის გადაწყვეტს, რომ კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს, „ნაპოლი“ სხვა კლუბებიდან შეთავაზებას დაელოდება. თუ საღი აზრი გაიმარჯვებს, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ხელმძღვანელებსა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. Tuttomercatoweb-ის მიხედვით, „პარტენოპეიმ“ ქართველ ფეხბურთელს წლიური 5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ „კვარას“ 8-9 მილიონის მიღება სურს.

ხვიჩას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 80 მილიონი ევროა.

ცნობისთვის, კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული. მისი გუნდი 19 ქულით ჩემპიონატის ლიდერია და მომდევნო ტურში „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დე ლაურენტისის განცხადება სიგიჟეა“ | კასანომ კვარასა და ნაპოლიზე ისაუბრა
„დე ლაურენტისის განცხადება სიგიჟეა“ | კასანომ კვარასა და ნაპოლიზე ისაუბრა