ხვიჩა კვარაცხელია, ილია თოფურია
Aa
Aa

“წარმატებას გისურვებ“ - კვარაცხელიამ თოფურიას მიმართა

რამდენიმე დღეში, ილია თოფურია საჩემპიონო ქამრის დაცვას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ შეეცდება.

ამასთან დაკავშირებით, ქართველი მებრძოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაამხნევა და სოციალურ ქსელში მიმართა.

რას წერს ხვიჩა?

„მინდა წარმატებები ვუსურვო ილია თოფურიას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამრის დასაცავ ბრძოლაში! მჯერა და დარწმუნებული ვარ ილია კიდევ ერთ საოცარ ბრძოლას გვაჩვენებს და გაიმარჯვებს!“

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ მოიპოვა.

„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული 15 ბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული. ჰოლოუეისთან დაპირისპირება კი 27 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:00-დან იგეგმება(ღამე).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიახ, მაქსის ფანი ვიყავი, მაგრამ ახლა ჩემს წინ იდგება“ - ილია თოფურიას პრესკონფერენცია
„დიახ, მაქსის ფანი ვიყავი, მაგრამ ახლა ჩემს წინ იდგება“ - ილია თოფურიას პრესკონფერენცია