ბარსელონა, ბაიერნი
Aa
Aa

ბაიერნის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი კატალონიაში დააყაჩაღეს

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. ბარსელონა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს.

მატჩის წინ, ესპანური მედია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ რეკორდმაისტერის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება, კატალონიის ქუჩებში გაძარცვეს.

წყაროს ცნობით, აღნიშნულ პიროვნებას მობილური ტელეფონი და საფულე მოჰპარეს. ამ მომენტისთვის, მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცავებმა დაზარალებულს ჩვენება ჩამოართვეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ბარსელონას ამჟამინდელი თავკაცი ჰანსი ფლიკი ბაიერნის მთავარი მწვრთნელი იყო და ბლაუგრანას დაუპირისპირდა. აღნიშნული მატჩი რეკორდმაისტერის გამარჯვებით 8:2 დასრულდა.

ასევე გეტყვით, რომ ამ გუნდების უკანასკნელი 6 მატჩი მიუნხენური გრანდის გამარჯვებით დასრულდა. მომავალი დაპირისპირება კი 23 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კურტუაც ტრავმირებულია - რეალი კლასიკოს დანაკარგით ხვდება
კურტუაც ტრავმირებულია - რეალი კლასიკოს დანაკარგით ხვდება