კილიან მბაპე, ჯეიმი კარაგერი, ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

„რეალი ფიქრობდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იყიდა, როცა...“ | კარაგერი მბაპეზე

„ლივერპულის“ ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა CBS Sports-ზე სტუმრობისას კილიან მბაპეზე და ვინიუს ჟუნიორზე ილაპარაკა.

კარაგერმა ბრაზილიელი ფეხბურთელი შეაქო და მას მსოფლიოში საუკეთესო უწოდა.

რეალი ფიქრობდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი (საუბარია კილიან მბაპეზე) იყიდა, როცა მათ უკვე ჰყავდათ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი. ისიამოვნე ოქროს ბურთით, ვინი“, - თქვა კარაგერმა.

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, მადრიდის რეალმა დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა. მატჩში 3 გოლი სწორედ ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსი სამეფო კლუბში 2018 წლიდან თამაშობს, მბაპე კი გუნდს გასულ ზაფხულს, პსჟ-დან შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსის ბენეფისი და სუპერ ქამბექი - რეალმა დორტმუნდი დაამარცხა
ვინისიუსის ბენეფისი და სუპერ ქამბექი - რეალმა დორტმუნდი დაამარცხა