გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ალისონის ერთი სეზონით დატოვება ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება“ | ინგლისის ნაკრების ექს-მეკარე

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, პოლ რობინსონმა გიორგი მამარდაშვილსა და ალისონ ბეკერზე ილაპარაკა. რობინსონმა „ლივერპულის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ივარაუდა, რომ ბრაზილიელი მეკარე ზაფხულში „ენფილდს“ არ დატოვებს.

„მამარდაშვილს შეუძლია, ალისონისგან ნომერ პირველი მეკარის სტატუსი გადაიბაროს. გიორგის ალბათ ერთი სეზონი დასჭირდება, რათა ადაპტაცია გაიაროს და სწორედ ამიტომ, მგონია, რომ ალისონი ზაფხულში გუნდს არ დატოვებს.

ლივერპული სერიოზულ გამჭრიახობას გამოიჩენს თუ ალისონს გუნდში დაიტოვებს. ოღონდ მამარდაშვილის მენტორად კი არა, უბრალოდ იმისთვის, რომ გიორგის გუნდში დასამკვიდრებლად დრო მისცეს. მისცენ მამარდაშვილს შანსი თასის თამაშებში და ევროტურნირებზე, რათა ის ლივერპულის ნომერ პირველ მეკარეობას შეეგუოს. ჩემი აზრით, ალისონი ენფილდზე დარჩება“.

ცნობისთვის, ინგლისური გამოცემის, Football Insider-ის მიხედვით, ალისონი „ენფილდზე“ თავს ბედნიერად გრძნობს და გუნდის დატოვებას არ აპირებს. მას „წითლებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს და „მამარდას“ გადაყვანის მიუხედავად, გუნდში არსებული ვითარებით კმაყოფილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა მარსიდანაა, მაგრამ სერია A-ს ვარსკვლავი სხვაა“ | ნაპოლის ექს-ფეხბურთელი
„კვარა მარსიდანაა, მაგრამ სერია A-ს ვარსკვლავი სხვაა“ | ნაპოლის ექს-ფეხბურთელი