ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„კონორს ბაძავს, მისი ასლია“ | ჰოლოუეიმ თოფურიაზე ისაუბრა

ილია თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს. დღეს, UFC 308-ის მონაწილე მებრძოლები ჟურნალისტებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. „დალოცვილმა“ მოახლოებულ დაპირისპირებასა და „ელ მატადორზე“ ისაუბრა.

„ილია მიმბაძველია. ტატუებით დაწყებული, ჩხუბებისადმი მომზადების სტილით დამთავრებული. ყველაფერში ბაძავს მებრძოლს, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ (კონორ მაკგრეგორს გულისხმობს). მისი ასლია და ცდილობს, ყველაფერი მოიპაროს. ერთი ადამიანის აურის მოპარვა უკვე სცადა და ახლა სხვებზე გადავიდა.

ცუდად არ გამიგოთ. ილია ცხოველი და მაგარი მებრძოლია. UFC-ში დებიუტამდე, გრეპლერისა და მოჭიდავის სტატუსი ჰქონდა, შემდეგ კი ყველა მეტოქის დანოკაუტება დაიწყო. გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, რათა ამ პოზიციაში აღმოჩენილიყო, მაგრამ შაბათ საღამოს ვნახავთ, რა მოხდება.

რა აზრის ვარ ილიას განცხადებაზე, რომ ახალი თაობის წარმომადგენელი მებრძოლია? ალბათ, ამას ჩხუბისადმი ინტერესის გასაზრდელად ამბობს. არ მგონია, რაღაც ისეთს და განსაკუთრებულს აკეთებდეს, რასაც აქამდე MMA-ში არავინ აკეთებდა. სტრაიკინგი, ჭიდაობა და გრეპლინგი ყველას აქვს. ეს MMA-ია. თოფურია ყველა კომპონენტის კომბინირებას კარგად ახდენს, მაგრამ სხვა არაფერი. ხალხს ავიწყდება, რომ მასზე მხოლოდ რამდენიმე წლით უფროსი ვარ და მის ასაკში საჩემპიონო ჩხუბები მქონდა მოგებული.

არავინ იცის, რა მოხდება და ყველაფერს 26-ში გავიგებთ. ვიცი, რომ საკუთარ კარდიოზე ილაპარაკა და ის შეაქო, მაგრამ უმეტეს წილად, მეტოქეზე უკეთესი კარდიო იმის ხარჯზე აქვს, რომ საწყის რაუნდებში მათ ტკივილს აყენებს. ერთი სული მაქვს, ოქტაგონზე როდის გავალ, რაღაც განსაკუთრებული მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ილია მომდევნო ორთაბრძოლას UFC 308-ზე გამართავს და მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. ღონისძიება 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული, ილიასა და მაქსის ჩხუბი კი 27-ში, თბილისის დროით, დაახლოებით 01:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბამ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა | ატლანტა იუნაიტედი პირველ რაუნდში ინტერ მაიამის შეხვდება
საბამ გადამწყვეტი პენალტი გაიტანა | ატლანტა იუნაიტედი პირველ რაუნდში ინტერ მაიამის შეხვდება